შენი სახლი ჯიქიაზე

პროექტის შესახებ

,,შენი სახლი ლისზე“ ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი ახალი პროექტია. ჩვენ მიერ უკვე  განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების (,,შენი სახლი ჯიქიაზე“ ,,შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“ და ,,შენი სახლი სამგორში“ http://www.samgorihouse.ge და შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე” http://www.houseuni.ge) შემდეგ კიდევ ერთი ახალი პროექტის მშენებლობა დავიწყეთ. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 5 სახლის მშენებლობა. ამჟმად მიმდინარეობს მე-6 სახლის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს. საცხოვრებელი კომპლექსი ტერიტორიულად ლისის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლეო კვაჭაძის ქუჩა #19-ში შენდება.

  • ნაკვეთის საერთო ფართი: 44,502 კვ.მ (4,4 ჰა)
  • სულ დაგეგმილია 14 სახლის მშენებლობა,
  • დაბალი განაშენიენბა -4 სართულიანი სახლები.
  • საცხოვრებელ სახლებთან ერთად, გზის პირას, I და VI სახლების პირველ სართულებზე განთავსდება კომერციული ფართები.   პროექტი „შენი სახლი ლისზე“ გამოირჩევა ისეთი მნიშვნელოვანი უპირატესობებით, როგორიც არის:
  • მდებარეობა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან – ლისის ტბასთან
  • სიახლოვე ქალაქის ცენტრთან
  • მშვიდი, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო
  • თბილისის ურბანული ლანდშაფტის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან თავისუფალი ადგილი
  • მეტი სიმწვანე, სივრცე და სუფთა ჰაერი – ერთიანი, დიდი, 20,500 კვ.მ მწვანე სარეკრეაციო სივრცე
  • მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო სივრცეების არსებობა (ბრიტანულ-ქართული აკადემია, სკოლა „მილენიუმი“, სკოლა ,,მწიგნობართუხუცესი“)
  • სიახლოვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან
  • ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკები და უსაფრთხო გარემო

პროექტი სრულად იქნება აღჭურვილი სრულყოფილი საუბნო ინფრასტრუქტურით და მორგებული იქნება იმაზე, რომ თითოეულმა მაცხობვრებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად და მშვიდად.

„შენი სახლი ლისზე“ იქნება ადგილი, რომელიც შექმნის საცხოვრებლად საუკეთესო, სასიამოვნო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.